1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წარსულში ლეგენდარული რაგბისტის ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 18 გუნდმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე, რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცნობილი მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები.. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
დამსწრე საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებს და ფესტივალში მონაწილე ბავშვებს სიტყვით მიმართეს სოსო ტყემალაძემ, გია ონიანმა და ლეგენდარული რაგბისტის მეგობრებმა.
,,აქ მყოფ სტუმართაგან არ მეგულება ვინმე, ვისაც არ სმენია ამ ლეგენდარული მორაგბის სახელი. ის ფლობდა ყველა რეგალიას, რომელიც მისი თაობის დროინდელ რაგბიში არსებობდა. არ არსებობს ქვემო სვანეთში ადამიანი, რომელიც არ ამაყობდეს ოლეგ ლიპარტელიანის ლენტეხური წარმომავლობით. რაგბის განვითარება ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს ახალგაზრდობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მე გისურვებთ ისეთივე სახელოვანი და წარმატებულები ყოფილიყავით როგორიც ოლეგ ლიპარტელიანი გახლდათ. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ სოსო ტყემალაძეს ამ დიდი მხარდაჭერისთვის"-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა. ღონისძიების დასასრულს, ფესტივალში მონაწილე ყველა გუნდს, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა და ცნობილმა მორაგბეებმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.