"მგზავრებმა" ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ფესტივალზე უკრაინის მხარდასაჭერად იმღერეს

mgzavrebi

Global online festival-ის ორგანიზებით, პლატფორმაზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის არტისტები მონაწილეობდნენ - მათ საქართველოდან ცნობილი ვოკალური ჯგუფი "მგზავრები" შეუერთდა,  ღონისძიებაზე ბილეთები ონლაინ გაიყიდა, კონცერტი დღეს, 20 მარტს, თბილისის დროით 21:20-ზე გაიმართა.

Live-ს კოლუმბიაში, ნიუ-იორკში, ლისაბონში, მადრიდში, კიევში უყურებდნენ.

"მგზავრები" ომის დაწყების პირველივე დღიდან უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, ამ მიზნით, ჯგუფის  Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 2014 წელს გადაღებული ვიდეო რგოლი გამოაქვეყნეს, რომელიც კიევშია გადაღებული, მაშინ ამ კონცერტზე 2008 წელს, პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიაგეს, ამჯერად იგივე სიმღერით დღეს, უკრაინაში ომს გმობენ და უკრაინელებს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებენ. 

აღნიშნული კონცერტის მიზანი დონაციაა, რათა მოძიებული იქნეს მატერიალური სახსრები უკრაინელების დასახმარებლად, რომელზეც საქართველოდან უცხოელი მსმენელის წინაშე "მგზავრები" წარდგა.