დიდთოვლობა აჭარაში - მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძეს მადლობას უხდიან

თორნიკე რიჟვაძე

უკვე მეხუთე დღეა, აჭარა და გურია სტიქიქას ებრძვის. თოვლის საფარმა ზოგიერთ ადგილას 2 მეტრს გადააჭარბა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა სოფლიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ასევე, თავდაცვის ძალებთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს მათთვის საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცეს.

რთული სიტუაციაა აჭარაშიც, თუმცა, რეგიონის ხელმძღვანელობა უწყვეტ რეჟიმში ცდილობს სტიქიის მიერ დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. იწმინდება გზებიც...

მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ.

სოციალურ ქსელში შესაბამისი სქრინებიც ვრცელდება.