„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსთავის მერი ქალაქში მიმდინარე პროექტებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იხილავს. რეგიონული მედიის შემდეგ, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო სექტორთან გამართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რუსთავის მერმა და მესამე სექტორის ოცამდე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ეკოლოგიურ პრობლემებზე და დენდროლოგიურ პროექტებზე, ახალგაზრდულ და სტუდენტურ პროგრამებზე,
მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაზე, ქალაქის ინფრასტრუქტურასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
,,დღეს შევხვდით რუსთავში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც რუსთაველებისთვის არის აქტუალური. გამოიკვეთა ახალგაზრდული პროექტების თემა, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ეკოლოგიაზე, სოციალური პროგრამების გაუმჯობესების გზებზე, ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს. ცოტა ხნის წინ ანალოგიური შეხვედრა რეგიონულ მედიასთანაც გვქონდა. ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორთან და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ გამოვკვეთოთ ის საკითხები, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ქალაქში." - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
არასამთავრობო სექტორთან და რეგიონულ მედიასთან ანალოგიურ შეხვედრებს რუსთავის მერი გარკვეული პერიოდულობით სისტემატურად გამართავს.