პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავში, ცურტაველის მოედანზე, გმირთა მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის სამსახურებისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სკვერის ტერიტორიაზე სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები განიხილა.
,,რუსთავში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია, ადგილის, სადაც გმირთა მემორიალებია განთავსებული. პროექტის ღირებულება მილიონ სამასი ათას ლარზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში რუსთავს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკი, გამწვანება, და სარწყავი სისტემა, განთავსდება დასასვენებელი სკამები. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტის ღირებულება 1 მლნ 354 439 ლარს შეადგენს და სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.