ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს

ბილ

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს.

ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ჯამში ქართველმა ბოდიბილდერებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი მედლით დაასრულეს. გაგა გოგიაშვილმა იუნიორ მამაკაცთა ბოდიბილდინგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ფინალში 95 კილოგრამამდე კატეგორიაში კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

✕