„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა, ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
რუსთავის მერის თქმით, ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი 7 მილიონი ლარით, განხორციელდება მოსახლეობაზე ორიენტირებული პროექტები, რომელთა დამტკიცების მიზნით, რუსთავის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.
ნინო ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო წარდგენილ პროექტებს დროულად დაამტკიცებს და უახლოეს პერიოდში დაიწყება მათი განხორციელება.
,,რუსთავის ბიუჯეტი, 7 მილიონი ლარით იზრდება. ჩვენ შევიტანეთ საკრებულოში იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლის განხორციელებასაც შევძლებთ. ძირითადი თანხა მიმართულია ავარიული შენობების გამაგრებაზე, ასევე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე. თითოეული პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ 7 მილიონი ლარით არის ბიუჯეტით გათვალისწინებული, მოსახლეობის მოხთოვნაა, ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც მოსახლეობა ხელმოწერებით ითხოვს აღნიშნული პროექტების განხორციელებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსთავის საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას და საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ბიუჯეტში დამატებული 7 მილიონი ლარი ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას, საცხოვრებელ კორპუსებში შიდა წყალკანალიზაციის სისტემებისა და ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, სპორტული და საბავშვო მოედნები მშენებლობასა და აღჭურვას, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციას, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი შენობების სახურავების აღდგენას და მინიმალური სასურსათო კვების პროგრამის დაფინანსებას მოხმარდება.