ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოსული უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მობილიზებულია სპეცტექნიკა და იწმინდება, როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე შიდასაუბნო გზები. წუხელ ღამითვე გაიწმინდა ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები.

ამ დროისთვის, გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია სოფლების სვირის, ბოგის, ტატანისის, მუსხის, ურავლის, ივლიტის, წყრუთის, ანის, ჭვინთისა და ელიაწმინდის მიმართულებით. სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება დანარჩენ სოფლებშიც.

გაწმენდით სამუშაოებს ა(ა)იპ სერვის ჯგუფის თანამშრომლები ახორციელებენ