ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა - გაფრთხილება მძღოლებს
1732634168
კეთილი ინებოს ყველამ, ამ კონკრეტულმა ევროპარლამენტარმაც, ან ფსევდომეგობარმაც ის შედეგი, რომელიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით დადგა, მიიღოს, გაითვალისწინოს და მიყვეს. მეორე გზა უბრალოდ არ არსებობს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მათიკაშვილს ჰკითხა „ქართულ ოცნებას“ და ევროკავშირის ურთიერთობების დალაგების ნაწილში რაზე შეიძლება მიუთითებდეს ცალკეული ევროპარლამენტარების შეფასებები, მაგალითად მირიამ ლექსმანის განცხადება, რომ ეუთო/ოდირი არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებული სამართლიან არჩევნებში და უნდა გამოინახოს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით სხვა საშუალება.
„ეუთო/ოდირის პირდაპირ ლანძღვაზეა ეს ევროპარლამენტარი გადასული. აქ [განცხადებაში] ძალიან კარგად იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი თეზა. ეუთო/ოდირი მართლაც წარმოადგენს იმ ორგანიზაციას, სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ევროპულ რეალობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენია საბოლოოდ შედეგობრივად არჩევნების შეფასებაში. ეს ძალიან კარგად იცის მან, ვინც გალანძღა და ტალახი ესროლა ეუთო/ოდირს. აქ კარგად ჩანს ის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში ითქვა, რომ კონკურენტული, სამართლიანი იყო არჩევნები, რომ საქართველოს ეყოლება ახალი ხელისუფლება და მან უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.
ეს არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი დავალების მიმცემებისთვის იმდენად მძიმე დარტყმა და მსგავს სიტუაციას ვაწყდებით ევროპარლამენტარების მხრიდან. კეთილი ინებოს ყველამ, ამ კონკრეტულმა ევროპარლამენტარმაც, ან ფსევდომეგობარმაც ის შედეგი, რომელიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით დადგა, მიიღოს, გაითვალისწინოს და მიყვეს. მეორე გზა უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.