VIDEO: „ეს შეიძლება შევადარო უსაშინლეს ჯადოს... მისგან გათავისუფლება, სამწუხაროდ, შეუძლებელია" - ტაროლოგი დედის წყევლაზე

ნინო ლეჟავა

დედის წყევლა, როგორც საშინელი განაჩენი შვილისათვის - ამ თემაზე „ტაროს სახლის“ დამფუძნებელი, ნინო ლეჟავა ვრცლად საუბრობს.

„დედის წყევლა ეს ის საშინელი ნეგატივია, რომელთანაც ნებისმიერი, უძლიერესი პრაქტიკოსიც უძლური აღმოჩნდეს. ეს წარმოუდგენელია - დედამ, რომელმაც 9 თვე შვილი მუცლით ატარა, მისი ნაწილია, მისი ცხოვრების გაგრძელებაა, როგორ შეიძლება დაწყევლო. ამ დროს, პირველ რიგში, საკუთარ თავს წყევლი და მერე საკუთარ შვილს საშინელებისთვის იმეტებ. ეს შეიძლება შევადარო უსაშინლეს ჯადოს, რომელსაც ისეთი ღრმა და ნეგატიური ფესვები აქვს, მისგან გათავისუფლება, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ამიტომ არანაირი გამართლება არ აქვს დედის ამ საქციელს.

ხშირად შევსწრებივარ დედა-შვილის დიალოგს, ასე შენ ბედნიერი ვერ იქნები, ასე შენ შვილი ვერ გეყოლება, თითქოსდა, ზრუნვიდან გამომდინარე. არსებობს სიტყვის ძალა და არსებობს დედის სიტყვის ძალა შვილის მისამართით, რომელიც იმდენად ძლიერ ენერგეტიკას ატარებს და წარუშლელ კვალს ტოვებს თქვენი შვილების ცხოვრებაზე, რომ დაუკვირდეთ სიღრმისეულად, ბევრმა დედამ, შესაძლოა, გულით ინანოს.

დედებს და შვილებს ყოველთვის ვეუბნები, როცა კონფლიქტი აქვთ, დედა, ეს არის ის ძალიან დიდი და ძლიერი ენერგიის მატარებელი ადამიანი, რომლის თითოეული სიტყვა პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით მოქმედებს საკუთარი შვილის ცხოვრებაზე და შემდგომ განვითარების ეტაპებზე.“ - ამბობს ნინო ლეჟავა.

 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „დაწვები ახლა და ხვალ სხვანაირად მოგეჩვენება ყველაფერი...“ - შემზარავი დანაშაული, რომელიც პოლიციის ფაილებში გასაჯაროვდა

VIDEO: „ღმერთო დაგვიფარე, ეს რა ხდება?!“ - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში

„დედის კივილი ცას წვდებოდა... გაუსაძლისი ტკივილია“ - რას წერს მასწავლებელი ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეზე

VIDEO: „ყველას დარდია ეს კაცი... ისე წავალ ამ ქვეყნიდან არასდროს დამავიწყდება“ - მძიმე კადრები შოვიდან

თამო ვაშალომიძე იბიცაზე ისვენებს - ნახეთ ცეცხლოვანი ფოტოები

„სექტემბერიც ცხელი გველოდება...“ - როდემდე გასტანს ცხელი სეზონი

Video: "შემოვედი და ეს დამახვედრა... მეუღლემ... ცრემლები ვერ შევიკავე" - რა ვიდეოს გვიზიარებს ატირებული თამარ ივერი