აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს - კირ სტარმერი

კირ სტარმერი

ვაშინგტონის მხრიდან ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

როგორც სტარმერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ გადასახადს გლობალური გავლენა ექნება.

„რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას გლობალური გავლენა ექნება, მათ შორის ბრიტანეთზეც. ჩვენ მზად ვართ, რადგან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სიძლიერეს სწორედ სიმშვიდის შენარჩუნების უნარი წარმოადგენს. გასულ ღამეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის იმოქმედა. ეს მისი პასუხისმგებლობაა. დღეს კი მე დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. ჩემს გუნდს ცვლილებების სწრაფად განხორციელება დავავალე, რადგან ეს ჩვენს ეკონომიკას უფრო ძლიერსა და მდგრადს გახდის. ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა სტარმერმა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას საქონლის იმპორტზე ტარიფი დაუწესა.