"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
უნდა შევაღვიძოთ თუ არა პატარა, როცა ღამით მისთვის პამპერსის გამოცვლა გვინდა.
ამ თემაზე პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ასე პასუხობს:
„სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის ჩამოყალიბებული ძილის ცირკადული რიტმი(დღის და ღამის გარჩევა)შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, გამოუცვალოთ პამპერსი კვების წინ(მაინც ხშირად ითხოვენ კვებას) რაც უფრო იზრდება ბავშვი ხანგრძლივდება უწყვეტი ძილის ფაზა, ამ პერიოდიდან არ არის რეკომენდებული ძილის, როგორც ფიზიოლოგიური აქტის, დარღვევა პამპერსის გამოსაცვლელად, თუ რა თქმა უნდა არ არის ამის აუცილებლობა: არ ხდება გამოჟონვა, მშვიდად სძინავს, არ შეიცავს განავლოვან მასებს, არ ხდება კანის სწრაფი გაღიზიანება-გამოწვა, ამ შემთხვევაში ნუ დაურღვევთ ისეთ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას როგორიც ძილია! დედის და შვილის მშვიდი ძილის აუცილებლობა, ნამდვილად ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ თითქოს 8-10 საათის განმავლობაში, შეუცვლელი პამპერსით ძილი მავნებელია. . . მერწმუნეთ, რომ თუ პატარას ძილის პრობლემები აქვს, დედას კი ქრონიკული გადაღლის სინდრომი (უძილობით და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული) ყოველ 4-6 საათში ბავშვის გაღვიძება(როცა მას მშვიდად სძინავს) პამპერსის გამოსაცვლელად პრიორიტეტების სიაში ბოლო ადგილს იკავებს.
ყველა შეღვიძების შემთხვევაში ირღვევა უწყვეტი ძილის ცირკადული რიტმი, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მენტალური და ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაზე, იმუნური სისტემის განვითარებაზე, ხდება ხელშემწყობი ფაქტორი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების განვითარებისათვის.გაითვალისწინეთ, რომ როცა ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს, მშვიდად იძინებს, დისკომფორტის შემთხვევაში ის ჩართავს "სიგნალიზაციას", რომელიც არავის არ დაგინდობთ. ასე რომ, იძინეთ მშვიდად, სანამ ბატონს სძინავს და მასაც მიეცით მშვიდი ძილის საშუალება, ნუ შეაწუხებთ ჰიპერაპეკით!" - წერს ინგა მამუჩიშვილი.
ასევე ნახეთ:
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც სექტემბერში ფინანსური სიურპრიზი და კარიერული წარმატებები ელის
VIDEO: უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან - ლიბიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა