ცნობილია, მამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1745839006
დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკანონო პატიმრობაში მყოფი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა:
თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი); საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი); გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი); კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება); უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).
იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.