როდემდე გაგრძელდება წვიმიანი და ქარიანი ამინდი - მეტეოროლოგის პროგნოზი
1732717956
სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა მიდოდაშვილი აქვეყნებს ვიდეოს და წერს, რომ გურიაში სტიქიამ საცხოვრებელი სახლი გაუნადგურა. გურიის მკვიდრი დახმარებას ითხოვს და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს. ასევე, ხელისუფლებას მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს და დაეხმარონ.
"ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რა დღეში ჩავვარდი... რამხელა ზარალია ჩემი ოჯახისთვის. მთელი შეგნებული ცხოვრება რომ წვალობ არსებობისთვის და ერთ დღეში ნადგურდება ყველაფერი. თურმე რამდენი მიშრომია, რამდენი შემიძენია... სათითაოდ ყველა ნივთის საფასურს ვიხსენებ. მთავარია, ცოცხალი ხარო, ბევრმა მითხრა, მერჩივნა მომკვდარიყავი, ალალად, უპირობოდ ვამბობ, მერჩივნა, მეც მოვმკვდარიყავი. იმდენი პრობლემა დამრჩა, ისეთი ქაოსური ცხოვრება, თუკი როდისმე დავლაგდები, არ ვიცი. ძალა აღარ მაქვს ბრძოლის, უნარი გამძლეობის... არც ჯანმრთელობა შემრჩა და არც ისეთი მაგარი აღმოვჩნდი...
ახლა ძალა აღარ მაქვს, უნდა მიშველოთ, უნდა გადამარჩინოთ, ფეხზე უნდა დამაყენოთ... ყველას გთხოვთ დახმარებას, ვინც კი ჩემს პოსტს კითხულობთ... #GE45BG0000000533370505 #GE16TB738394506110002,- წერს მოქალაქე.
ასევე ნახეთ: