1745863963
სახლებსა და გზებზე ბზარები გაჩნდა ისე, რომ კუნძულზე მიწისძვრა არ მომხდარა - რა ხდება კრეტაზე

კრეტაზე, ირაკლიოში, ვუტეს ტერიტორიაზე, მოსახლეობა უცნაური მოვლენის თვითმხილველი გახდა. სახლების კედლებსა და გზებზე უზარმაზარი ბზარები გაჩნდა, მაგრამ კუნძულზე არ მომხდარა მიწისძვრა, რომ ეს ყველაფერი გამოეწვია.
ირაკლიოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შემოწმების შედეგად, მინიმუმ 4 სახლი დასახელდა, როგორც საცხოვრებლად უვარგისი და მისი ევაკუაციის რეკომენდაცია გაიცა. ასევე, დაიხურა ბავშვებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი სათამაშო მოედანი.
„ინჟინრები დილიდან ამოწმებენ შეკრების პუნქტებსა და სახლებს. ყველას უსაფრთხოების მიზნით, გადაწყდა სათამაშო მოედნის დახურვა, რადგან გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა, ხოლო ოთხ სახლში ისეთი ვიტარება აღმოჩნდა, რომ მცხოვრებლებს რეკომენდაცია მიეცათ, დაეტოვებინათ იქაურობა,“ – განაცხადა ირაკლიოოს მერმა, ალექსის კალოკაირინოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სეისმოლოგიის პროფესორის, ეფთიმიოს ლეკასის ინფორმაციით, ფიქსირდება დიდი რღვევა მიწის ორ მონაკვეტზე და მთლიანად სიგრძე 150 მეტრს უდრის. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებებლია და თავისუფლად შეუძლია შენობების, სახლების, საგზაო ქსელის დაზიანებაც, ფენომენს პროფესორი, ცალსახად გეოლოგიურს უწოდებს, თუმცა, ჩატარდება დამატებითი კვლევებიც.