ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევით იყო გამოწვეული - ანტონიუ კოშტა

ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ დღეს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევით იყო გამოწვეული.

კოშტას თქმით, ის უკვე დაუკავშირდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს და ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მუშაობენ მომხდარის მიზეზის დადგენასა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

როგორც უსრულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, ევროპელი მაღალჩინოსნები „კოორდინირებას გაუწევენ ძალისხმევას და გაცვლიან ინფორმაციას ელექტროენერგიის სისტემის აღდგენის ხელშესაწყობად“.