პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იმის გამო, რომ ობი სოკოს სახეობაა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მასზე ალერგია.
ალერგიული რეაქცია ხშირად არ არის სერიოზული, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ობით დაბინძურებული საკვების ჭამა ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.
გარდა ალერგიისა, არის კიდევ ერთი პრობლემა – დაობებული პროდუქტები ტოქსინებს შეიცავს და მათ შეუძლიათ მართლაც სიკვდილი გამოიწვიოს.
ყველა ობის სოკოს აქვს „ფესვები“, რომელიც აღწევს საკვებში. იმის გამო, რომ ეს ფესვები საშუალებას აძლევს ტოქსინებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გავრცელდეს მთელ საკვებში, უმჯობესია დაობებული საკვები გადააგდოთ.
არის საკვები, რომლებშიც ობი ვერ აღწევს: ზოგიერთი მაგარი ყველი, მაგარი ძეხვი, მაგარი ხილი და ბოსტნეული. დაობებული ადგილის ირგვლივ და ქვემოთ მინიმუმ ორი სანტიმეტრით მოჭერით და საკვების სუფთა ნაწილი შედგით მაცივარში.
პროდუქტები, რომლებიც დაობების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადააგდოთ:
• რბილი ყველი (ბუნებრივი ობის გარეშე);
• რბილი ხილი და ბოსტნეული;
• ნამცხვარი;
• პარკოსნები;
• თხილი;
• იოგურტები;
• მურაბები; ჯემები
• ხორცი;
• პური.
გაითვალისწინეთ, რომ პური ძალიან ფოროვანია და ტოსტის გაკეთებისას ტემპერატურა არ მოკლავს მასზე ობს. ვრცლად..
ასევე ნახეთ:
VIDEO: „დაგვეხმარეთ! სავალალო მდგომარეობაა...“ - შემაშფოთებელი კადრები გლდანის ერთ-ერთი კორპუსიდან
„ასე პირველად შემეშინდა ცხოვრებაში...“ - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ შოვის ტრაგედიამდე