ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
შობა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული დღესასწაულია. უხსოვარი დროიდან ჩვენი წინაპრები ამ დღეს განსაკუთრებული სიხარულითა და პატივისცემით აღნიშნავდნენ და გარკვეული წესებიც შეიმუშავეს, რომელთა დაცვითაც ფიქრობდნენ, რომ ოჯახში დიდ სიკეთეს, სიმშვიდესა და სიყვარულს შეიტანდნენ.
სადღესასწაულო სუფრაზე ხშირად ათავსებდნენ მოციქულთა რაოდენობის კერძს. ანუ სუფრაზე, 12 კერძი იყო. ამ დღეს უარს ამბობდნენ ხორცის, ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღებაზე. გარდა ამისა, არ იცვამდნენ შავ ტანსაცმელს და არც სუფრის გასაფორმებლად იყენებდნენ შავ დეკორს. თეთრი სუფრა და ღია ფერის სამოსის არჩევა ამ დღისთვის იდეალურია, რადგანაც თეთრი სიწმინდის, სისუფთავის ფერია.
აუცილებლად საფუძვლიანად დაასუფთავეთ სახლი, წინასწარ მოამზადეთ სუფრა გასაშლელად, ჩამოკიდეთ სხვადასხვა დეკორაცია, მოაწესრიგეთ ნივთები. შობის ღამეს სახლის დალაგება არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძველი და არასაჭირო ნივთი სახლიდან გაიტანოთ.
ამ დღეს რეკომენდებულია, ნაძვის ხის თავზე ვარსკვლავი მოათავსოთ და თუ შესაძლებელია, გაანათოთ. სანთლები ამ დღესასწაულის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ამიტომაც, აანთეთ ბევრი სანთელი, მოათავსეთ მაგიდაზე, ნაძვის ხესთან და მყუდრო გარემო შექმენით. გამოიყენეთ დეკორატიული ვერსიაც და სახლი გააფორმეთ. ასევე, თუ გაქვთ შუშის, ხის ფარანი, ისიც შეგიძლიათ გაანათოთ... განაგრძეთ კითხვა