News Hub: გიორგი ისაკაძე - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი
1735226460
აზერბაიჯანში, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოში გადაყვანილია 29 დაშავებული, აქედან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ყაზახეთში, ავარიის ადგილას, ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები - საერთო ჯამში, 500-მდე ადამიანი, ასევე ტექნიკა და კინოლოგები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ავიაკატასტროფის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და საჭიროა სრული გამოძიება, რომლის შედეგებიც საზოგადოებას დროულად მიეწოდება.
ოფიციალურად სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ორი მიზეზი განიხილება - ფრინველების გუნდთან შეჯახება და ტექნიკური გაუმართაობა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსია - სამხედრო სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ავიალაინერს რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს ესროლეს.
შეგახსენებთ, რომ "აზერბაიჯანული ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, კურსი შეიცვალა და აქთაუს აეროპორტიდან 3 კილომეტრში ჩამოვარდა.