შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
კომუნალური გადასახადები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ დასაფარად ხშირად ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხის გამოყოფა გვიწევს, რაც ფინანსურ მდგომარეობას ართულებს. იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადები შევამციროთ, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რომელი ტექნიკა მოიხმარს სახლში ყველაზე მეტ ენერგიას. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენი მაყურებლის ყურადღებას სწორედ ამ საკითხზე შევაჩერებთ.
1.ჩამონათვალში პირველ ადგილს გამათბობლები იკავებს - იქნება ეს დენის, გაზისა თუ წყლის. აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის მონაცემებით, გათბობის სისტემების მიერ მოხმარებული ენერგია 31.3%-ს შეადგენს. იმისთვის, რომ ოთახში სითბო დიდხანს შეინარჩუნოთ და კომუნალური გადასახადებიც შეამციროთ, სპეციალისტები თერმული ფარდების გამოყენებას გირჩევენ. მათივე თქმით, კარგი იქნება, თუ ზამთრის დადგომამდე სახლის თბოიზოლაციაზე წინასწარ იზრუნებთ. ასევე, დააგებთ ხალიჩებს, რომლებიც სითბოს დამატებით ფენას შექმნიან.
2.მეორე ადგილზეა სარეცხის მანქანა, რომელიც თითქმის ყველა ოჯახშია. ექსპერტების თქმით, სარეცხი მანქანები ენერგიის დაახლოებით 7%-ს მოიხმარენ. ეს მაჩვენებელი ე.წ. ცხელ წყალში რეცხვის რეჟიმის გამოყენებისას საგრძნობლად იზრდება. თუ გსურთ მოხმარებული ელექტროენერგია და გადასახადები შეამციროთ, სპეციალისტები გირჩევენ ტანისამოსი შედარებით დაბალ ტემპერატურაზე გარეცხოთ.
3.ექსპერტების თქმით, ტელევიზორებისა და კომპიუტერების მიერ 1 საათში მოხმარებული ენერგია 100-დან 500 ვატამდეა. ეს ყველაფერი კი თვის ბოლოს მოსულ გადასახადებზეც აისახება. ხშირად, ისინი კვების წყაროსთან მაშინაცაა მიერთებული, როდესაც მათ არ ვიყენებთ. როგორც ექსპერტები ამბობენ, ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობები მცირე რაოდენობის ენერგიას მაინც მოიხმარენ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მათ კვების წყაროდან მუშაობის დასრულებისთანავე გამოვაერთებთ.