„ერთი უნდა მომკვდარიყო, რათა მეორეს ნორმალურად ეცხოვრა...“ - ტყუპების მიერ დადებული შეთანხმება, რომლებიც 29 წელი ერთმანეთის გარდა არავის ესაუბრებოდნენ

ტყუპები

ეს არის ისტორია ტყუპების შესახებ, რომლებიც 29 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმანეთთან საუბრობდნენ. მათ საკუთარი ენა ჰქონდათ და სხვებს არ ელაპარაკებოდნენ. 

ჯუნიმ და ჯენიფერმა ჩუმად ასეთი შეთანხმებაც დადეს - ერთი მათგანი უნდა მომკვდარიყო, რათა მეორეს ნორმალური ცხოვრება გაეგრძელებინა.  

ისინი განუყოფელნი იყვნენ და ცნობილები გახდნენ, როგორც „ჩუმი ტყუპები". ორივეს განუვითარდა მეტყველების პრობლემა. ისინი მხოლოდ ბარბადოსის მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ. 

როდესაც წამოიზარდნენ, მათ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინეს - ვანდალიზმი, ქურდობა, გააჩინეს ხანძარი. 19 წლის ასაკში გაერთიანებული სამეფოს სასამართლომ ისინი მაღალი უსაფრთხოების ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებაში გააგზავნა. 

11 წლის შემდეგ, წყვილი სხვაგან გადაიყვანეს. მგზავრობის დროს ერთ-ერთ ტყუპს, ჯენიფერს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და გარდაიცვალა გულის შეტევის გამო.

უცნაურია, რომ მისმა ტყუპისცალმა დის სიკვდილის შემდეგ მოულოდნელად დაიწყო საუბარი.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც მთელი ცხოვრება ტყუპების ცხოვრებას იკვლევდა, მოგვიანებით მათ შესახებ წიგნიც დაწერა სახელწოდებით „ჩუმი ტყუპები". დების შესახებ ფილმიც გადაიღეს. 

სწორედ დებზე დაკვირვების დროს დაასკვნა ჟურნალისტმა, რომ ტყუპებმა ერთმანეთში მსგავსი შეთანხმება დადეს: „ნამდვილი ამბავი მომდინარეობდა მათი დღიურებიდან, ისინი დღეში 3 000 სიტყვას წერდნენ ერთმანეთზე, სიყვარულსა და სიძულვილზე. მათი დღიურების წაკითხვით გავიგე მათი შეთანხმების ამბავი. ერთ-ერთი გოგონა უნდა მომკვდარიყო და თავი გაეწირა, რათა მეორე განთავისუფლებულიყო. ეს და აღმოჩნდა ჯენიფერი“.

ჟურნალისტმა დაამატა: „მე არ მქონდა უფლება ეს ამბავი ასე დამეტოვებინა. მე ტყუპებს იმ დროიდან ვიცნობდი, როდესაც ისინი 18 წლისები იყვნენ. ჩვენი ცხოვრება ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. იყო დრო, როდესაც ჩემი მათთან ვიზიტები განსაკუთრებულად სევდიანი იყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სასიამოვნო. მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ტყუპებს ჰქონდათ განსაკუთრებული იუმორის გრძნობა“.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by June-Alison Gibbons (@june.alison.gibbons)