"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიული საკითხების გადაჭრაში.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გასულ წელს მათ მოქალაქეების სასიკეთოდ 700-მდე საქმე მოიგეს.
„მინდა, თბილისის მოსახლეობას შევახსენო, რომ თქვენს სამსახურშია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევთ იურიდიულ დახმარებას სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ სამართალში. „ჩემი ადვოკატი“ ეხმარება მოქალაქეებს სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე, ახორციელებს წარმომადგენლობას, როგორც სასამართლო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიული საკითხების გადაჭრაში. გასულ წელს მათ 700-მდე საქმე მოიგეს. ამ სერვისის მიღება შეგიძლიათ თბილისის ათივე რაიონში, გამგეობების სერვისცენტრებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეთა მომსახურების გარდა, „ჩემი ადვოკატი“ ეხმარება სტუდენტებს, გაიარონ სამართლებრივი პრაქტიკა.
„ორგანიზაცია თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთა სტუდენტები აქ პრაქტიკულ, საადვოკატო საქმიანობას ეწევიან და ტრენერ-ადვოკატების დახმარებით, თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.