სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1738769400
ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალება-მეთოდების შესახებ ქალებმა (და არა მარტო) თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ მარტივი ლაიფჰაკების „დამატებითი ულუფა“, ვფიქრობთ, არავის აწყენს.
ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგიმზადეთ იმისთვის, რომ გარკვეულ პროცედურებზე დიდი დრო, ძალისხმევა და თანხები არ დახარჯოთ. იმედი გვაქვს, კიდეც მოგეწონებათ, კიდეც გამოიყენებთ და კიდეც გამოგადგებათ ისინი.
მდგრადი სურნელი
ცნობილია, რომ სუნამო, არომატის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, იმ ადგილებს უნდა მიეფრქვეს, სადაც პულსის ცემა იგრძნობა. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ამ მეთოდს დიდი ეფექტი არ აქვს.
ამიტომ სუნამოს მიპკურებამდე წაისვით შესაბამის ადგილებზე უფერო და უსუნო ვაზელინი. ის პარფიუმს კანზე „მიწებებაში“ დაეხმარება და სუნამოს სასიამოვნო სურნელი მთელი დღე შენარჩუნდება.
ტუჩსაცხი
როგორი მდგრადიც უნდა იყოს ტუჩსაცხი, ის მაინც ვერ ძლებს ტუჩებზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვსურს. ამიტომ: ჯერ ნებისმიერი კოსმეტიკური პუდრი გადაისვით ტუჩებზე, შემდეგ კი პომადა დაიტანეთ. მერე ქაღალდის ხელსახოცით აკურატულად შეიმშრალეთ პირველი ფენა და ზემოდან მეორედ გადაისვით ტუჩსაცხი.