„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
სტრესული სამუშაო გარემო არავისთვისაა უცხო. განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში. იმისთვის, რომ სრულფასოვნად შეძლოთ მუშაობა, აუცილებლად უნდა შეგეძლოთ სტრესთან გამკლავება. უნდა გააცნობიეროთ, რომ სტრესული გარემო ნებისმიერ პროფესიაში არსებობს. მისგან სამუდამოდ თავის დაღწევა შეუძლებელია, თუმცა, სტრესის შესუსტება საკმაოდ რეალურია.
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს სამსახურში?
1,სტრესული სიტუაციები მინიმუმამდე დაიყვანეთ
ნუ დააგვიანებთ სამსახურში მისვლას და ნუ წამოხვალთ გვიან. ეცადეთ ჯერ მძიმე სამუშაო მოიშოროთ და შედარებით მსუბუქი ბოლოსთვის დაიტოვოთ. სახლში მისვლისას დაივიწყეთ სამსახურის საქმე. სახლში უნდა დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ. თუ ვერაფერს ასწრებთ, ჩამოწერეთ და დაგეგმეთ დღის განრიგი. შეასრულეთ მხოლოდ თქვენი სამუშაო და ნუ დაიტვირთავთ თავს სხვების საქმით.
2. დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი
სულ მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი, ორგანიზმი „ბედნიერების ჰორმონს“ გამოიმუშავებს. ისეირნეთ, იარეთ ფეხით, ველოსიპედით და დაივიწყეთ ლიფტი.
3. ნეგატიური ემოცია პოზიტიურით ჩაანაცვლეთ
თუ არ მოგწონთ უფროსი - ბოქსზე ჩაეწერეთ. ყვირილი მოგინდებათ - წადით კარაოკე ბარში. გეჩვენებათ, რომ სადაცაა ყველაფერს დაამტვრევთ? - გააკეთეთ რამე თქვენი ხელით სახლში...
4. კვებეთ გონება
საკვების დროული და სწორი მიღება გონებას არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ნუ გამოტოვებთ საუზმეს. შეძლებისდაგვარად მიიღეთ სამსახურში იოგურტი, კეფირი ან რაიმე სხვა პროდუქტი. დალიეთ მწვანე ჩაი პიტნით. სწორი კვება არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ პროდუქტიული საქმიანობის საწინდარია.
5 გააკეთეთ ხანმოკლე შესვენებები
ყოველ საათში ერთხელ, შეისვენეთ 2-3 წუთი. გადით სიჩუმეში, დახუჭეთ თვალები; გაიხედეთ ფანჯარაში; ყურადღება გარე სამყაროზე გადაიტანეთ; მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას.
6. შეცვალეთ თქვენი განწყობა
უხასიათოდ ყოფნით, წუწუნითა და უხეშობით უკეთესად ვერ გახდებით. თუ თქვენი სამსახურის გარემოცვაში ნეგატიური გარემოა, შეცვალეთ კლიმატი. გაუღიმეთ კოლეგებს, იყავით თავაზიანი. მონაწილეობა მიიღეთ ორგანიზაციულ საქმიანობებში და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ პროდუქტიულად იმუშაოთ და ადვილად დაამარცხოთ სტრესი.