1735070054
ცნობილია, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დავით გოგიძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მისივე თანატოლი სასიკვდილოდ გაიმეტა, სამი კი დაჭრა.
გარდაცვლილი 25 წლის მიშო ქავთარაძეა. კადრებში ჩანს, რომ მის საშველად ადგილზე იმყოფება მამაც, რომელსაც დანით ასევე მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ.
მოკლულის მამის გარდა, თავდამსხმელმა ცივი იარაღით დაჭრა კიდევ ორი ახალგაზრდა - რატი ბაშალეიშვილი და ნოდარ რეხვიაშვილი. ორივე მიშო ქავთარაძის ახლო მეგობრები არიან და, სავარაუდოდ, კონფლიქტში მის დახმარებას ცდილობდნენ. ახლობლები ამბობენ, რომ სამივე დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.