„რომ არა ისინი, ყველანი დავიღუპებოდით...“ - გადარჩენილი მგზავრი ავიაკატასტროფის დეტალებს იხსენებს
1735132964
უკრაინაში ღამეს საჰაერო განგაშის გარეშე არ ჩაუვლია. დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა კიევში. გარდა ამისა, რუსეთში დაფიქსირდა სტრატეგიული ბომბდამშენი "ტუ-95"-ის აფრენა.
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი-როგში საცხოვრებელი შენობა დაბომბეს. დაიღუპა 1 და დაშავდა 15 ადამიანი, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქის მერის ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტა 4 სართულიან კორპუსს მოხვდა. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას გვიანობამდე ცდილობდნენ.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, აშშ-მა უკრაინას 1 მილიარდი დოლარის პირველი ტრანში გამოუყო, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება.