რაზე მეტყველებს თმის ტიპი და ვარცხნილობა: ხასიათი და თვისებები

თმა

რაზე მეტყველებს თმისა და ვარცხნილობის ტიპები


სწორი თმა - ასეთი თმის მქონეები, როგორც წესი, გამოირჩევიან სპონტანურობით, მიზნების მიღწევის სურვილით და ცხოვრებაზე მკაფიო შეხედულებებით.

ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ ადამიანს ბუნებრივად სწორი თმა აქვს, მაგრამ გამუდმებით იხვევს მას, ესე იგი, ცდილობს, მეტი სიამოვნება მიიღო ცხოვრებისგან.
გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ საშუალო სიგრძის სწორი თმა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი საკმაოდ მიზანდასახულია და გონიერი.

ხვეულები
მსუბუქად დატალღული ან ძალიან ხვეული თმა ხშირად აქვთ შემოქმედებითი ხასიათის ადამიანებს. ბუნებით ისინი უფრო აქტიურები და არაპროგნოზირებადი არიან, ვიდრე სწორი თმის მქონეები.

გარდა ამისა, ხვეულთმიანები ხშირად სწრაფად იძირებიან ურთიერთობებში, თუმცა ასევე სწრაფად უცივდებათ გრძნობა.

ნაწნავები
გოგონებს, რომლებსაც ნაწნავები უყვართ, უთქმელები, მშვიდები, ყურადღებიანები და აკურატულები არიან. ამასთან კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, რაც უფრო მჭიდროა ნაწნავი, მით უფრო ჩაკეტილია და მგრძნობიარე მისი მფლობელი. ხოლო ისინი, ვინც ნაწნავს უჩვეულო ფორმებს აძლევენ, უფრო გახსნილები არიან სამყაროსა და ახალი გატაცებების მიმართ, აქვთ უფრო გამოხატული ინდივიდუალობა, ხოლო საზოგადოებრივი აზრი მათზე გაცილებით ნაკლებ გავლენას ახდენს.

ასიმეტრიული ვარცხნილობები
ასიმეტრიული ვარცხნილობა, უპირველეს ყოვლისა, მფლობელის ინდივიდუალობაზე მიუთითებს და ხაზს უსვამს მის ხასიათს.

მკვეთრი ასიმეტრია გაბედულ ბუნებაზე, მისი მფლობელის მდიდარ შინაგან სამყაროზე, ცოდნისა და ინტერესების სიღრმეზე მეტყველებს.

თუ ვარცხნილობა ნაკლებად ასიმეტრიულია, ესე იგი ადამიანი შორს მჭვრეტელია და ჰარმონიული ხასიათი აქვს.

მოკლე ვარცხნილობაძალიან მოკლე ვარცხნილობა იმაზე მეტყველებს, რომ საქმე მამაც, გაბედულ ადამიანთან გაქვთ. ასეთი ვარცხნილობა შეიძლება არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ საკუთარი თავის გამოწვევაზე („მე ყველაფერი შემიძლია!“) მიანიშნებდეს. გარდა ამისა, ძალიან მოკლე ვარცხნილობა ზოგ შემთხვევაში თავდაჯერებულობის ნიშანია.