ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
რატომ ვერ ვიკლებთ წონაში შიმშილობის დროს? ამ ძალზე აქტუალურ კითხვაზე პასუხს ფიტნესინსტრუქტორი - ირაკლი კენჭოშვილი სცემს;
"ჩვენი ორგანიზმი მიჩვეულია შიმშილს, უხსოვარი დროიდან ადამიანს შიმშილთან შეგუება უწევდა. გადარჩენისთვის ჩამოყალიბდა შიმშილთან შეგუების ადაპტაციური მექანიზმი; როდესაც ადამიანი შიმშილობს, ეს მექანიზმები ირთვება და ჰორმონალური ადაპტაცია იწყება;
როცა გვინდა გახდომა, კალორიების რაოდენობას ვამცირებთ და ვიწყებთ ვარჯიშს, იწყება ცხიმის წვა; ორგანიზმს არ უყვარს მარაგების გახარჯვა; ამიტომ ჰორმონები ანელებენ მეტაბოლიზმს და ცხიმის წვაც ჩერდება;
როდესაც ნაკლებ ნახშირწყლოვან დიეტებზე ვართ და ვშიმშილობთ, პირველ რიგში იხარჯება გლინკოგენი; გლინკოგენი აკავებს წყალს; თავიდან ადვილად ვწვავთ ოთხ-ხუთ კილოგრამს, მაგრამ მერე დგება პლატო და ცხიმის წვა ჩერდება; ამაში დამნაშავეა ჰორმონი ინსულინი. თუ მისი დონე ორგანიზმში მაღალია, ცხიმს ვერ დავწვავთ; ინსულინის შემცირებას, მადაზე შევატყობთ. თუ მადა შემცირებულია, შესაბამისად, ინსულინის დონეც შემცირდა.
გავზარდოთ შიმშილის პერიოდი. არ ვჭამოთ, როცა არ გვშია; ერთ კილოგრამზე მივიღოთ 1 გრამი ცხიმი; ეს დაგეხმარებათ უფრო დიდხანს გაუძლოთ შიმშილს; ცხიმზე ინსულინი არ გამოიყოფა; კიდევ უფრო მეტად შევამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა;
მოერიდეთ სტრესს, იძინეთ მეტი, გამოუძინებლობა ინსულინს ზევით წევს და გვიძლიერდება მადა; არ მიიღოთ ტრანსცხიმები, შიმშილის პერიოდში ივარჯიშეთ;
ასევე დაგაინტერესებთ:
ნინო ბაშარული სამარშუტო ტაქსიდან სიმღერისთვის ჩაიყვანეს - "რაც თავად სურთ, იმას გაკეთებინებენ"