ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა საქართველოში ყველაზე პოპულარულ დიეტებს დეტალურად განიხილავს და განმარტავს, რომ თითოეული მათგანი კონკრეტული დაავადების მქონდე პაციენტებისთვის შეიქმნა.
„დიეტა, რომელიც სოციალურ ქსელში ავტორის გარეშეა გავრცელებული და ყოველგვარი სამედიცინო ანალიზი არ აქვს, საშიშია. თუმცა, შესაძლებელია, ჩვენ დიეტა ავტორით გვქონდეს, კვლევა იყოს ჩატარებული და ჰქონდეს დადებითი შედეგები, მაგრამ ზოგიერთისთვის ის მაინც საშიში აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზმის შესახებ ინფორმაცია უნდა გვქონდეს და ამის მიხედვით, ინდივიდუალურად შედგეს კვება.
მსოფლიოში საშიში დიეტების ტოპ-ხუთეული არსებობს. პირველი რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა საქართველოში მოხდა აფეთქება, დუკანის დიეტაა. 2026-2017 წლებში ფრანგმა დიეტოლოგმა შეადგინა კარდიოლოგიური პაციენტებისთვის, რომ ორგანიზმი სწრაფად აღმდგარიყო. მსოფლიოში აიტაცეს, თუმცა, გარკვეული კვლევების შემდეგ დიდ ბრიტანეთში არსებობს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება, რომლებმაც ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დიეტებში შეიყვანეს, მაგრამ საქართველოში აღმოჩნდა ძალიან პოპულარული და აქტუალური.
მეორე კეტო დიეტაა, რომლის ბუმიც დღემდე გრძელდება. მისმა კორექტირებამ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ამ ყველაფერზე, რადგან ბევრი პროდუქტი შევიდა. უნდა აღვნიშნო, რომ კეტო დიეტაც ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის არის შედგენილი, მათთვის დიდი რაოდენობით ნახშირწყლები, უნდა მიიღონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნერვული იმპულსის დაქვეითებას გამოიწვევს.
რაც შეეხება ინტერვალურ დიეტებს, მაგალითად, 18-საათიანს, საშიში არ არის, მაგრამ ამ დროს ჩვენი ორგანიზმის გარკვეული მდგომარეობა უნდა ვიცოდეთ. თუ არის კუჭის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ კვების ეფექტმა შესაძლებელია გაამწვავოს მდგომარეობა. 18-საათიანი კვებაც კონკრეტული დაავადებისთვის შეიქმნა. ეს განკუთვნილია ონკოლოგიური დაავადების მქონდე პაციენტებისთვის, რა დროსაც, უხეშად რომ ვთქვათ, ორგანიზმის მიერ საკუთარი უჯრედების ჭამა ხდება. ამის გამო, იაპონელმა მეცნიერმა, რომელმაც ეს კვებითი სტილი შემოიტანა, ნობელის პრემიაც მიიღო.
ნებისმიერი დიეტა, რომელიც არის სამედიცინო საზოგადოებაში მოწოდებული, შექმნილია კონკრეტული დაავადებისთვის.
18-საათიანი შიმშილის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ 6 საათში რას მივირთმევთ და აუცილებლად უნდა მივირთვათ ის საჭირო მიკრო-მაკრო ელემენტები და ვიტამინები, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მსგავსი დიეტების დაცვის დროს, ძალიან ხშირია პაციენტების შემდგომი მომართვიანობა.“ - ამბობს ენდოკრინოლოგი „დღის პოსტში.“