14 თებერვალი მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - როგორ მოვამზადოთ წანდილი (კორკოტი)
1771000414
შესაძლოა გახდომის სურვილი გქონდეთ, თუმცა მოტყუვდეთ და ამით ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ.
სმარტ დიეტები, გასახდომი ნაყენები, სმუზები, ტაბლეტები - ეს ყველაფერი ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით აქტუალურია.
გარკვეული პერიოდით მათი მომხმარებლები ხდებიან, თუმცა შემდეგ კვლავ იმატებენ. ზოგ შემთხვევაში გასახდომი საშუალების მიღების შემდეგ ადამიანები საავადმყოფოებში - პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში ხვდებიან, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს.
"კურიერი PS-მა" გაარკვია, რომ კონკრეტული კომპანიები „აფიორაში“ არასრულწლოვნებსაც ხვევენ.
სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, რამდენიმე კომპანია, რომელიც ადამიანებს გახდომას ჰპირდება, გასახდომ საშუალებებს წინასწარი შემოწმების და სამედიცინო კვლევის გარეშე ყიდის.
სპეციალისტები გვიკრძალავენ ვენდოთ გაურკვეველ გასახდომ საშუალებებს და გვთავაზობენ რეალურ ფორმულას - ჯანსაღი და დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა და მოწესრიგებული ძილი.
იხილეთ ვიდეო: ↓