რატომ არ უნდა გადააგდოთ ბანანის ქერქი

ბანანის ქერქი

ბანანი რომ  განსაკუთრებულად გემრიელი და ამავდროულად ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ხილია - ამას სხვადასხვა დროს ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ბანანთან ერთად  მისი ქერქიც უამრავ ვიტამინსა და მინერალს  შეიცავს.


1.საერთაშორისო ექსპერტებისა და სპეციალისტების თქმით, ბანანის ქერქი შეგიძლიათ სახის კოსმეტიკურ ნიღბად გამოიყენოთ. ეს დიდ დროსა და ძალისხმევას არ წაგართმევთ. ამისთვის,საჭიროა, ბანანის კანი ნაჭრებად დაჭრათ და სახეზე წრიული მოძრაობით წაისვათ - 20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანოთ. უმჯობესია თუ ამ ყველაფერს დღეში 2-3 ჯერ გაიმეორებთ. ის თქვენს კანს სირბილესა და ელასტიკურობას შესძენს. სხვათა შორის, ეს პროცედურა  დღესდღეობით სილამაზის სფეროში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2. ასევე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ბანანის კანი მეჭეჭებთან საბრძოლველადაც დაგეხმარებათ. მათ გასაქრობად ქერქის პატარა ნაწილი სასურველ ადგილას უნდა დაიდოთ და 20 წუთის მანძილზე გაიჩეროთ. შედეგს თავად დაინახავთ.


3. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბანანის ქერქი  კარგად აპრიალებს ვერცხლის ჭურჭელსაც.  თუმცა, მანამდე ნარევის მომზადება დაგჭირდებათ. ბანანის კანზე არსებული ნარჩენები წყალს იქამდე უნდა შეურიოთ, სანამ ფაფისებრ მასას არ მიიღებთ. შემდეგ კი ქსოვილის გამოყენებით  ვერცხლის ჭურჭელს წაუსვათ და თბილ წყალში გარეცხოთ.


4. დამეთანხმებით ალბათ, რომ ზაფხულში მწერების ნაკბენით გამოწვეული დისკომფორტი განსაკუთრებით ხშირია. როგორც სამედიცინო ექსპერტები ამბობენ,  ბანანის ქერქი შეგიძლიათ ნაკბენების მკურნალობისთვისაც გამოიყენოთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბანანის კანი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რაც ქავილსა და შეშუპებას ხსნის. ასევე,  ამშვიდებს კანს.

5.  სპეციალისტების თქმით, ბანანის კანი კბილების გათეთრებაშიც დაგეხმარებათ. კბილებზე  მისი ქერქის წასმა და  შემდეგ მათი კარგად გაწმენდა - თქვენს ღიმილს უფრო ეფექტურს გახდის.