1753387731
რა უნდა ქნათ, თუ ყავა ძალიან გიყვართ და მას ორსულობისას ვერ სვამთ

ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ყავის გარეშე. როდესაც ქალი ორსულდება, ხშირად უჭირს ამ ჩვევაზე უარის თქმა.
ამის მიუხედავად, არსებობს უნივერსალური რჩევები, როგორ შეუძლია ორსულს მიიღოს ყავა.
ყავის სმა უნდა აკონტროლოთ, რათა მან ზიანი არ მოგიტანოთ. მისი დალევა შეგიძლიათ ორსულობის დროს, თუ:
იღებთ მხოლოდ ერთ ჭიქას დღეში - დაახლოებით 200 მლ;
არ გაქვთ გულსიხლძარღვთა დაავადებები;
არ სვამთ ხშირად გაზიან სასმელებს - თუნდაც კოკა-კოლაში ასევეა 40 მგ კოფეინი;
დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი ჯანმრთელია და ნორმის მიხედვით ვითარდება.
უნდა აღინიშნოს, რომ კოფეინი არ გულისხმობს მხოლოდ ყავას, არამედ დესერტებს, შოკოლადს, სნექებსა და ჩაისაც კი. ამიტომ, კოფეინის დოზა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ორსულობის დროს.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზომიერება, ოქროს შუალედის დაცვა და აუცილებლად მოსმენა საკუთარი ორგანიზმის და ექიმების მოსმენა. ხანდახან ერთი ჭიქა ყავა არაფერს ვნებს ორსულობის დროს, ხან კი ექიმი პირდაპირ ამბობს, რომ არც ერთი ჭიქის მიღება არ შეგიძლიათ, რადგან არასასურველია თქვენი მდგომარეობისთვის.