"ძილის წინ, ჩემთან ერთად, მაგრად მღერის... უყვარს, როდესაც მე ვაძინებ" - სცენის ლეგენდის შვილიშვილი ერთი წლის გახდა

nani

ნატალია ქუთათელაძის ვაჟი, სანდრო ჯაფარიძე ერთი წლის გახდა.

დიდი ბებია, ქართული სცენის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის მუსიკისადმი დიდ ინტერესს, ადრეული ასაკიდან ამჩნევდა.

"სიმღერაზე ეტირება, გული უჩუყდება. ჩემი სიმღერის დროს, იცით, როგორ იტირა? გულიანად", - გვითხრა თვეების წინ ქალბატონმა ნანიმ.

პატარა სანდროს ძალიან ჰყვარებია, როდესაც დიდი ბებია აძინებს და მასთან ერთად მღერის.

ნანი ბრეგვაძე: - ნატალიკოს შვილიც თუ ჩვენთანაა, მასაც სულ ვასმენინებთ ხან სიმფონიურ მუსიკას, ხან გუნდის შესრულებულ ნაწარმოებებს. ბავშვიც კი გრძნობს კარგ მუსიკას. ყური მიდებული აქვს და უსმენს. ჩვენც ვუმღერით. უყვარს, როდესაც მე ვაძინებ და ძილის წინ, ჩემთან ერთად, მაგრად მღერის. ძალიან საყვარელია.

ღვთისმშობლის დაბადების დღეა. გილოცავთ ყველას, დაიფაროს საქართველო. სანთელს დავანთებ და ვილოცებ. დილა-საღამოს სანთლის დანთება აუცილებელია. მორწმუნე ვარ, მაგრამ არა ფანატიკურად. არავისთვის არ მინდა ცუდი, სიკეთის კეთება და მხოლოდ კარგი მინდა, ვლოცულობ შვილისთვის და შვილიშვილებისთვის, ღმერთო, სიკეთე აკეთებინე-მეთქი.