პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსთავი2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ სტუმრად გულიკო ჩაფიძეა. „ჩაიფიძის გულის ცენტრის“ დამაარსებელი, ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი საკუთარ ტრაგედიაზე, ტრაგედიის შემდეგ გაგრძელებულ ცხოვრებაზე და პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს...
როგორც ის აღნიშნავს, ტრაგედიიდან 9 წლის მანძილზე მისი მეუღლე ყოველ დილას და საღამოს შვილის საფლავზე დადიოდა.
„ამ ფაქტის შემდეგ ექიმობაზე უარი ვთქვი. მგონია, რომ ადამიანს ძალიან დიდი დანაშაული უნდა ჰქონდეს მსგავსი რამ რომ დაემართოს. გადავწყვიტე, რომ პროფესიაზე უარი მეთქვა. მაგრამ უწმინდესმა იმდენი მესაუბრა, მომეფერა და მითხრა: შენ ახლა უნდა აკეთო სიკეთე. მე ვუთხარი, რომ რეანიმაციაში რადგან ვიღებ მონაწილეობას, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა. მე ისევ ვუთხარი, რომ კლინიკაში ვერ წავიდოდი. შემდეგზე, რომ დარეკა უკვე კლინიკაში ვიყავი.
ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ღამე ბიჭების გარეთ სიარულის, თუმცა იმ ღამეს ვუთხარი, რომ უხერხული იყო და უნდა წასულიყო. რატომ გავაკეთე ეს არ ვიცი. წამოვწექი და მამა ვნახე სიზმარში. შემოვიდა და მე ვეუბნებოდი, რომ გული ძალიან მტკიოდა. ჩაიქნია ხელი და გავიდა. რამდენიმე წუთში დამირეკეს და ავარიის შესახებ შემატყობინეს. პირველი ჩემი მეუღლე გავიდა სამსახურში. ჩემი მეუღლე 9 წლის მანძილზე, ყოველ დილით და საღამოს სასაფლაოზე იყო”, – საუბრობს გულიკო ჩაფიძე.