რა უნდა გააკეთოთ 2025 წელთან შესახვედრად, რომ მომავალ წელს ოცნებები აგისრულდეთ და წარმატება მოიზიდოთ

ახალი წელი

 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველი იქნება. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მწვანე ხის გველი სიბრძნის, სიმშვიდისა და წინდახედულობის სიმბოლოა. იმისათვის, რომ მომდევნო წელს წარმატება, კეთილდღეობა მოიზიდოთ, ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ, რამდენიმე მარტივი რიტუალი შეასრულოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ რიტუალებით წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობის მოპოვებასა და წარმატების მოზიდვას შეძლებთ:

რიტუალი ნაძვის ხის სათამაშოთი

შეიძინეთ ნაძვის ხის სათამაშო, რომელზეც 2025 წლის მთავარი სიმბოლო იქნება გამოსახული. თუ თქვენი ოცნება ფინანსურ კეთილდღეობასთან და მატერიალურ სიმდიდრესთანაა დაკავშირებული, გველი ოქროსფერი უნდა იყოს ან გამოსახულებას მონეტა ჰქონდეს დამაგრებული. თუ ასეთ სათამაშოს ვერ იპოვით, შეგიძლიათ, მონეტა თავად მიამაგროთ.

თუ თქვენი ოცნება სასიყვარულო თემას უკავშირდება, მაშინ შეიძინეთ სათამაშო, რომელზეც წითელი ფერის გველი იქნება გამოსახული. 

 
ახალი წლის ღამეს სათამაშო ხელში დაიჭირეთ და სურვილი ჩაიფიქრეთ. შემდეგ კი ნაძვის ხის ზედა ნაწილზე დაკიდეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს რიტუალი ფინანსური კეთილდღეობისა და ბედნიერების მოზიდვაში დაგეხმარებათ. (ასევე დაგაინტერესებთ: მთავარი გაკვეთილები, რომლებიც ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა 2024 წლის ბოლომდე უნდა ისწავლოს, თუ გსურთ, რომ 2025 წელს გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიოთ)

რიტუალი ხელნაკეთი ნივთების დახმარებით

თუ ქსოვთ, ხატავთ, ძერწავთ, ფიგურებს აკეთებთ ან რაიმე ფორმით ხელნაკეთი ნივთების დამზადება შეგიძლიათ, მაშინ ასტროლოგები გირჩევენ, რომ წლის მთავარი ფიგურა გააკეთოთ და მას თქვენი სანუკვარი ოცნებების შესახებ მოუყვეთ. შემდეგ ეს ნივთი ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე განათავსეთ. ის თქვენი მთავარი სურვილის შესახებ შეგახსენებთ ხოლმე, მოგცემთ მოტივაციას და დაგეხმარებათ, რომ ოცნებები აისრულოთ... ვრცლად