ევროკავშირმა პოლიტიკური ფარისევლობის თვალსაზრისით საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პიტერ სიიარტო

ევროკავშირმა პოლიტიკური ფარისევლობის თვალსაზრისით საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა , - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სლოვაკ კოლეგასთან ერთად საქართველოს პოლიციის უფროსების წინააღმდეგ შეთავაზებულ სანქციებს ვეტო დაადო.

„პიტერ სიიარტომ ბრიუსელი გააკრიტიკა საქართველოს მიზანში ამოღებისთვის იმის გამო, რომ არჩევნებში ლიბერალური ძალების ნაცვლად „მშვიდობისმოყვარე, პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა“, - წერს ზოლტან კოვაჩი.

კოვაჩის ცნობით, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს პროგრესს ხაზი გაუსვა.

„ბრიუსელში არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება“, - ციტირებს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი პიტერ სიიარტოს.