საქალაქო სასამართლომ, აქციის დროს დაკავებული არასრულწლოვანი დარბაზიდან გაათავისუფლა

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქციის დროს დაკავებული არასრულწლოვანი, რომელსაც პარლამენტის შენობისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებოდნენ, დარბაზიდან გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანს განესაზღვრა მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა 29 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთი ისროლა, რის შედეგად ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.