1734426839
მიწისძვრის ეპიცენტრიდან დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება - ბიძგები პორტ-ვილას მახლობლად დაფიქსირდა
ვანუატუზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძების შედეგად დაზიანდა შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დედაქალაქ პორტ-ვილას მახლობლად, ადგილობრივი დროით, 12:47 საათზე მოხდა. ბიძგების შემდეგ კუნძულოვან სახელმწიფოში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბი ჯერ გაურკვეველია. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის და სამი დაშავებულის შესახებ. სოციალურ ქსელებში ჩამონგრეული შენობების, დაზიანებული მანქანებისა და გზების ფოტოები ვრცელდება.
ავსტრალიამ ვანუატუს დახმარების მზადყოფნა გამოთქვა