როგორ დაემშვიდობა ნიცა თავაძე ნეაპოლს - რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე

ნიცა თავაძე

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა და „პსჟ-სკენ“ აიღო გეზი. ამ ხნის განმავლობაში, ქართველი ვარსკვლავი ნეაპოლში მეუღლესთან და პატარა დამიანესთან ერთად ცხოვრობდა. ნიცა თავაძე თითქმის ყველა თამაშს ესწრებოდა და მეორე ნახევარს ტრიბუნიდან ამხნევებდა.

როგორც კვარასთვის, ასევე ნიცასთვის, ნეაპოლის დატოვება საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში ნიცამ იმ სახლის ხედი გამოაქვეყნა, რომლითაც რამდენიმე წლის განმავლობაში ტკბებოდა: „მიყვარხარ“ დაწერა მან.