მარილში აურიეთ ცოტა ნაკურთხი წყალი და როგორც სკრაბი ისე გამოიყენეთ და დაიბანეთ... - ნახეთ, მარიამ ციმინტიას რჩევები ჯადოს წინააღმდეგ

ჯადო

ეზოთერიკოს მარიამ ციმინტიას თქმით, 2024 წელი კარმული წელია და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამის შესახებ ციმინტიამ „პრაიმ ტაიმს“ უამბო და მკითხველს საინტერესო რჩევებიც მისცა.

- როგორ ხვდები, რომ ჯადოს გიკეთებენ?

- ღამღამობით ვხვდები, ჯანმრთელობაზე, მაგრამ იმდენ ეგრეგორს ვეკუთვნი, ვერ მომძებნიან. ყველაზე დიდ ზიანს ვიღებ როცა ადამიანის გასუფთავებას ვაკეთებ და სხეულს ვეხები.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ჯადო?

- პირველ რიგში ნუ ძაბავთ თქვენს თავს, იმით რომ ვიღაცას აქვს იმის ძალა თითქოს შეუძლია რაღაც დაგიზიანოს. ძალიან კარგია მარხვა და ლოცვა. თუ ეს არ გამოგდით, მარილში აურიეთ ცოტა ნაკურთხი წყალი და როგორც სკრაბი ისე გამოიყენეთ და დაიბანეთ. ეს ნეგატივს ხსნის ერთჯერადად. ამის შემდეგ გირჩევთ ვერცხლის სამაჯურს, ვერცხლი არის საუკეთესო საშუალება ნეგატივის თავიდან ასარიდებლად. ვერცხლის სამაჯური, რომელსაც შესაკრავი აქვს ღამე უნდა ჩადოთ საყინულეში და მარჯვენა ხელზე ან ფეხზე ატარეთ.

- ამბობენ, რომ ტანსაცმლითაც შესაძლოა ჯადოს გაკეთება...

- ტანსაცმლის გაჩუქება ან ჩუქება საფრთხილოა. მეც ვიმოსები მეორადებში, მაგრამ როდესაც იყიდით მეორადში სამოსს, აუცილებლად უნდა გაასუფთავოთ ნაკურთხ წყალში და მარილში. მით უფრო თუ ნატურალური ბეწვია. სხვისი სამოსი იმ ადამიანის ისტორიას და ენერგეტიკას ატარებს, ამიტომ უნდა გაასუფთავოთ ის. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ ადამიანში, მისი ნაჩუქარი ნივთი აუცილებლად გაასუფთავეთ. განსაკუთრებით საფრთხილოა, კაშნეს გაჩუქება, რადგან ის ყელის ჩაკრაზეა მიმაგრებული და შესაძლოა ადამიანს ენერგია წაართვას, ასევე შარვლებს და ქვედაბოლოებსაც ნუ გააჩუქებთ, რადგან შესაძლოა ამით ადამიანის ენერგეტიკა დაამიწონ.