მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
1740156802
ჩეხეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდამ დანით ორი ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს. ის ჩეხეთის მოქალაქე, 16 წლის პირია.
შემთხვევა ქალაქ ჰრადეც-კრალოვეში მოხდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში ვიყავით, ორივე მსხვერპლს ისეთი სერიოზული დაზიანებები ჰქონდათ, რომ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა სამაშველო სამსახურების ძალისხმევის მიუხედავად“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ამჟამად სამართალდამცველები თავდამსხმელის მოქმედების მოტივის დადგენას ცდილობენ.