ზუგდიდში, მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ცვლილებებისათვის“ წევრი ამომრჩეველს ეზოში ხვდებოდა და პირადობის მოწმობებს ართმევდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

ზუგდიდი

ზუგდიდში, მე-5 საარჩევნო უბანის მიმდებარედ ხმაური იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, საარჩევნო უბნის ეზოში მოქალაქეს პირადობის მოწმობა გამოართვა და მითითებები მისცა თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა.

ფაქტი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გააპროტესტა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი აგიტაციას ეწევა, ის ასევე, საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია და მას საარჩევნო უბნის დატოვების უფლება არ ჰქონდა.

„კიბეებთან ხვდება ხალხს და მიუთითებს რა უნდა შემოხაზოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თაზო ფაცაციამ.

მისივე თქმით, მოქალაქემ, რომელსაც კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა პირადობის მოწმობა გამოართვა, აღნიშნა, რომ მშვიდობას აძლევს ხმას.