ლიბერთი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მობილური

ლიბერთი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

„ბოლო პერიოდში გახშირდა უცნობი პირების მიერ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით (SMS, ელექტრონული ფოსტა) მომხმარებლების ფინანსური მონაცემების თაღლითური გზით მოპოვების მცდელობები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკი არასდროს ითხოვს ბარათის მონაცემების ონლაინ განახლებას/შევსებას ან ინტერნეტბანკის იუზერის/პაროლის შეყვანას საეჭვო ვებგვერდებზე. დაიცავით უსაფრთხოების წესები და არ შეიყვანოთ პირადი ან საბანკო ინფორმაცია უცხო პირებისგან მოწოდებულ საეჭვო მისამართებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 55 55 00", - ნათქვამია ინფორმაციაში.           Nana Chkhaidze  თეოს კი შევუთანხმდი, დავდებთ მეთქი