გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა.
შარმანაშვილი იხსენებს იმ დროს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა შესწორება და ქორწინების ცნება დაკონკრეტდა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიცია მაშინ აცხადებდა, რომ ეს გამოგონილი თემები იყო.
მისივე თქმით, დამტკიცდა, რომ ეს პრობლემა არსებობს.
„2017 წელს კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, რომ ეს არის ქალისა და კაცის ერთობა. მაშინ გახსოვთ ე.წ. ჩვენი ოპოზიციის, სინამდვილეში ულტრარადიკალური ოპოზიციის ნარატივები? ისინი ამბობდნენ, რომ ეს გამოგონილი თემებია, არავინ არავის არაფერს სთხოვს, ამათმა თავისი პოლიტიკური ბენეფიტების მიღების მიზნით მოიგონეს ეს თემა- ყალბი აღმოჩნდა? ერთ-ერთ პირობად ერს, რომელსაც აქვს ასი ათასობით მსხვერპლი გაღებული ევროპის უსაფრთხოებისთვის, ხომ თვითონვე ამბობენ, რომ ჩვენს მაგივრად და ჩვენს გამო იბრძვიან, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა განიცადა, მილიონობით ლტოლვილი ჰყავს, იმას შეიძლება დამატებით ეს პირობა წაუყენო? გამოვიდეს ყველა და თუ ასეთი ვაჟკაცები და პირდაპირები არიან და თავისი ღირებულებების დამცველები, თქვან, რომ არ ვეთანხმებით ხელისუფლებას, ჩვენ მომხრე ვართ, კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს კონსტიტუციით-თქვან, რატომ ვერ ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას ამას? იმიტომ, რომ ატყუებენ. ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს. აგერ დამტკიცდა, რომ არსებობს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა სოციალურ ქსელში დაწერა: „უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის“.