ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა
1754165836
მძიმე ტრაგედია მოხდა დღეს ოკუპირებული გალის სოფელ გაგიდეში. გავრცელებული ცნობით, გალის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ელენე ჭოლარია ზღვაში დაიხრჩო.
მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.
„ეს ანგელოზი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში. თანავუგრძნობთ და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს, ნათესავებს , მთლიანად რაიონს! "მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ ზღვასთან, მდინარესთან. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!".
„დღეს საშინელება დატრიალდა აფხაზეთში სოფელ გაგიდაში, ზღვაში დაიხრჩო ქალაქ გალის 1-ლი საშუალო სკოლის მე-10 კლასელი, ანგელოზი გოგონა ელენე ჭოლარია თანავუგრძნობთ მის ოჯახს, სკოლას, მეგობრებს...ნათელში განისვენოს ელენეს უმანკო სულმა“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.