რუმინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1726516576
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე წინასაარჩევნო საფრთხეებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპოზიციას კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.
„გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ექნებათ არაერთი პროვოკაცია, მათ შორის, შესაძლებელია რომ ისეთი პროვოკაციული ქმედებებიც კი განახორციელონ, რომლებიც პირდაპირ შეიძლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ იყოს მიმართული, რათა მერე ეს ყველაფერი თავიანთი მავნე კამპანიისთვის გამოიყენონ. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ კანონის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთონ კანონის შესაბამისად“, - აცხადებს გორდულაძე.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების იმედი არ აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ ისეთი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს.