„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
სერგეი ლავროვის განცხადებას უმრავლესობის წევრები აფასებენ. რატი იონათამიშვილის თქმით, მთავარი არ არის ის თუ რა კითხვას დასვამს „ალტ-ინფო“ და ლავროვი რას უპასუხებს. მთავარია ვინ როგორ გამოიყენებს ამ საკითხს.
„ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა რა კითხვას დასვამს ,მოსკოვში „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი და რა პასუხს გასცემს მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ ძალიან საინტერესო იქნებოდა და ამას ყურადღებით დავაკვირდებით, ვინ როგორ გამოიყენებს და განავრცობს ამ თემას და რა ხანგრძლივობის სიუჟეტებს მიუძღვნიან ამას. ვფიქრობ, ესეც ერთგვარი ლუსტრაცია იქნება, როდესაც ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტექნოლოგიებს საქართველოს წინააღმდეგ სინქრონულად იყენებენ - ერთი მხრივ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და მეორე მხრივ რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“.
რაც შეეხება ფრენის საკითხებს, საზოგადოებამ იცის, რომ თავის დროზე ეს იყო ერთგვარი სანქცია რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. თუ ამ სანქციის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ვფიქრობ, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი იქნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა ზეწოლას განიცდის დასავლეთის მხრიდან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მიერთებას ითხოვს.
„საქართველოს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“, - განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მალე შეძლებს.