1727955308
ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა - რატი იონათამიშვილი ჩანაწერზე
რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანია ფიგურირებს. შესაბამისი პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ტერიტორიები რატომ გადასცეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს; სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ, რატომ გადასცეს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს?
იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე.მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები). ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა“, - წერს იონათამიშვილი.
აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.