იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
განმარტება გააკეთა, რომ მას ისე არ უთქვამს, როგორი ინტერპრეტაციაც მოხდა - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ „თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის ვახო ხუზმიაშვილის კითხვის (საქართველოს პრეზიდენტს, მთავარსარდალს, რატომ აღარ სთხოვთ პასუხს?) პასუხად განაცხადა.
„განმარტება გააკეთა, რომ მას ისე არ უთქვამს, როგორი ინტერპრეტაციაც მოხდა. ამავდროულად გეუბნებით ერთ რამეს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ, ქვეყნის ომის დამბრალებელი ნებისმიერი პერსონა, რომელიც საკუთარ ხალხს ადანაშაულებს, რომ მოიქცა ცუდად. არ მინდა იმ ფრაზების განმეორება რა ფრაზებიც იყო ნახსენები. ეს ყველა გზავნილი არის ანტისახელმწიფოებრივი და ცხადია, პირველ რიგში აზიანებს არაღიარების პოლიტიკას“, - განაცხადა ლანა გალდავამ.