კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
,,როდესაც თაკო ჩარკვიანის, აბსოლუტურად არასერიოზული ფენომენის შესაფასებელი ხდება ნიკა მელია, იქ არის დამთავრებული ,,ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას განაცხადა.
,,ნიკა მელიაზე, მე, როგორც პოლიტიკურ მეტოქეზე, დიდი წარმოდგენის არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც წონით არის პოლიტიკაც. როდესაც აბსოლუტურად უწონო მოცემულობა აბრალებს, ცოტა უფრო წონიან მოცემულობას, რომ შენ დააქციე ,,ნაციონალური მოძრაობაო", ეს ალბათ, ღიმილის მომგვრელია და არ საჭიროებს ფუნდამენტურ განხილვას. ,,ნაციონალური მოძრაობა" მართლაც არის მძიმე მდგომარეობაში...", - განაცხადა თეა წულუკიანმა ,,თავისუფალ სივრცეში".